Tuesday, September 8, 2015
ტრენინგის მესამე დღე
დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
დასაწყისში შაბლონის მიხედვით შევავსეთ გრაფები,რომლებშიც მივუთითეთ პედაგოგის გვარი,სახელი,სკოლის დასახელება,პროექტის დასახელება,თემის მოკლე შინაარსი,საგანი(საგნები),კლასი,დროის მონაკვეთი,რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად. ამის შემდეგ ჩვენმა ტრენერმა აგვიხსნა,თუ სად და როგორ უნდა მოგვეძებნა საგნობრივი სტანდარტი და მისი ინდიკატორები.
ჩვენ შევედით ncp.ge-ზე,ვნახეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და შესაბამისი კლასის საგნობრივი სტანდარტი,მოვაკოპირეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტი და გადავიტანეთ ჩვენ მიერ განსახორციელებელ პროექტის გეგმაში.
სტანდარტებიდან გამომდინარე ვწერთ პროექტის მიზანს,ხოლო მიზანს მივყევართ საბოლოო შედეგამდე,ასე,რომ,რამდენადაც სწორი იქნება ჩვენ მიერ შერჩეული სტანდარტები და მათი შესაბამისი ინდიკატორები,იმდენად ზუსტად გვექნება გათვლილი პროექტის მიზანი და შედეგიც მიღწეულად ჩაითვლება.
მიზნებში აღწერილი უნდა იყოს თუ რა გვსურს,რომ მოსწავლეებმა ისწავლონ.მიზნები ხელს უნდა უწყობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას,
დღეს ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავებაზე,რომლებიც აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას,ეს კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები.გავიგეთ,რომ მიმართულების მიმცემი კითხვები უნდა მოიცავდეს ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
ყოველი დღე უფრო საინტერესოა ჩემთვის,რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment