ტრენინგის მეორე დღე უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის,მუშაობა სახალისო და ამავდროულად მრავლისმომცველი იყო.
ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები,ვისწავლეთ და დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები,რომელიც დაინტერესებულ პირებს აუხსნის პროექტის მნიშვნელობას.ვფიქრობ,აუცილებლად გამოვიყენებ ბუკლეტს პროექტის შექმნის დროს.ჩემ მიერ დამზადებული ბუკლეტი ნამდვილად გამომადგება ჩემი მომავალი პროექტის რეკლამისათვის.
დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ბლოგზე მუშაობის მიმართულებით,კერძოდ,ვისწავლეთ ახალი პოსტის შექმნა,მასში ფოტოების ატვირთვა,რედაქტირების შეტანა,თარიღის შეცვლა .
No comments:
Post a Comment