Friday, October 2, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

        ტრენინგის მეცხრე დღეც,ჩვეულებისამებრ,დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გავიმეორეთ პროექტის პრეზენტაციის ეტაპები,ვიმუშავეთ ბლოგში.
        თეორიულ მასალასთან ერთად გავეცანით პროექტის პრაქტიკულ მხარესაც,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი ტექნოლოგიების გამოყენებით.
         ვისწავლეთ ბლოგში გვერდების გაკეთება,რომელიც ორ ეტაპად ხდება: 1) გვერდის შექმნა,2) გამოჩენა.
         ბლოგის ახალი გვერდის შესაქმნელად შევდივართ new page-ში,ვწერთ გვერდის სათაურს,ბლოგის გვერდის გამოსაჩენად შევალთ მენიუში,ვირჩევთ layout-ს,შევდივართ გაჯეტებში,დავაწკაპებებთ Add a Gadget -ს.home-ში ხდება სახელის შეცვლა.
         ტექსტში მისამართის სიტყვასთან დასაკავშირებლად საჭიროა შევიდეთ ჩანაწერში,ავირჩევთ რედაქტირებას,მოვნიშნავთ სასურველ სიტყვას ან ფრაზას,ავირჩევთ ბრძანებას LINK ,გამოგვიტანს ფანჯარას,სადაც ჩავსვამთ წინასწარ დაკოპირებულ მისამართს.
         ვისწავლეთ HTMLგაჯეტი,რომელშიც შეგვიძლია ჩავსვათ დრო,კალენდარი ან სხვა რაიმე აღსანიშნავი თარიღი.ამისათვის google-     ში ჩავწერთ 101widgets.com-ს,ავირჩევთ სასურველ სურათს,დავაწკაპებთ,რის შემდეგაც გამოგვიტანს კოდს,რომელზე დაწკაპების შემდეგაც გამოვა მისამართი,დავაკოპირებთ,შევალთ layout-ში,Add a-Gadget-ში და ვაძლევთ paste-ს.
           შეგვიძლია ბლოგში ვიდეოს გადატანაც,ამისათვის საჭიროა yotoobe-დან მოვნიშნოთ ვიდეო,ვიდეოს დაბლა არის ბრძანება share,დავაწკაპებთ,შემდეგ ვირჩევთ embed-ს,გამოგვიტანს კოდს,რომელსაც დავაკოპირებ და past-ით ვინახავ გაჯეტში.
           ბლოგში მუშაობის შემდეგ,გადავედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ საკითხზე,ეს იყო პროექტის შეჯამება,თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და გავაკეთეთ მიმოხილვა,დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი,აღვწერეთ ეტაპები,პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში და.ა.შ.ტრენინგის დასკვნითი ნაწილი იმდენად საინტერესო,იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური იყო ჩემთვის,რომ,მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ვიყავი მონაწილე აღნიშნული ტრენინგისა.ჩვენ ერთმანეთის პრეზენტაციების გაცნობისას გვებადებოდა კითხვები,ვიგებდით ბევრ ახალ ინფორმაციას.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ჩვენი ტრენინგის მონაწილე ისტორიკოსი პედაგოგების პროექტებმა,მათი პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის,რომ არასოდეს დამავიწყდება ეს დღე,ასევე ,მინდა აღვნიშნო ჩვენი ენერგიული ტრენერის დაუღალავი შრომა,რომელიც ნამდვილად დასაფასებელია.
          ბოლოს,მინდა ჩემი რეფლექსია დავასრულო იმით,რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ,,ინტელის სასწავლო კურსის ''ტრენინგით,ბევრი რამ დამიტოვა ამ ტრენინგმა,რასაც აუცილებლად ავსახავ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში და,გარდა ამისა,შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც აუცილებლად გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას და ბევრ დახმარებასაც მივიღებ მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მერვე დღე

1.გამეორება
2.ფასილიტატორის რესურსის შექმნა
3.პროექტის პორტფოლიოს გადახედვა
4.ბლოგზე ატვირთვა--------გაჯეტი,სიის გაჯეტი

    დღეს ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსე ველი,რომელშიც მისათითებელი იყო სპეციალური საჭიროების მოსწავლისთვის მისაცემი დავალებები,რისი უნარც მას გააჩნია,იმის მიხედვით შევურჩიე დავალება,ასევე იყო მეორე ველი,რომელშიც ჩავწერე განსაკუთრებით აქტიური მოსწავლისთვის მისაცემი დავალებები.
    ვისწავლეთ ფასილიტატორის რესურსის შექმნა power-point-ში,რომელიც არის გეზის მიმცემი მოსწავლეებისათვის პროექტის დაწყებამდე.ეს არის მკაფიო,კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუქცია,რომელიც თანმიმდევრულად აცნობს მოსწავლეებს შესასრულებელ დავალებებს.კარგად მიცემული ინსრუქცია წარმატებული პროექტის საწინდარია.ჩემ მიერ მიცემული ინსტრუქცია ჩამოვაყალიბე რამოდენიმე ქვესათაურად : ,,მნიშვნელოვანი რჩევები'',,,პროექტის დაწყებამდე,'' ,,ბიბლიოგრაფია,'' ,,პროექტის დასასრულს.''
      ფასილიტატორის რესურსი შევინახე დამხმარე რესურსებში.ვისწავლე სიის გაჯეტის გაკეთება,საერთო სათაურის ქვემოთ ჩამოწერილია სია,რომელზე დაწკაპებითაც გავდივართ მისამართზე.
      დღევანდელი ტრენინგი იმითაც იყო საინტერესო,რომ ვისწავლე ინფორმაციის ატვირთვა drive.google-ში,რაც გაცილებით უსაფრთხოა ინფორმაციის შენახვის მხრივ.
      ბევრი სიახლე იყო დღევანდელ ტრენინგზე ჩემთვის,ბევრი რამე გავიგე,გონების დაძაბვაც დამჭირდა,რომ სიღრმისეულად ამეთვისებინა ახალი საკითხები.აუცილებლად გამოვიყენებ ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში და დიდი იმედი მაქვს,რომ იმ ხარვეზებს,,რაც აქამდე შეიძლება მქონოდა გაკვეთილზე,აუცილებლად გამოვასწორებ და ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ნამდვილად იქნება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული.  
     

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
პროექტის გეგმაზე მუშაობა
    მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით,გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები,ასევე, როგორ უნდა ჩამოვტვირთოთ სხვადასხვა რუბრიკის ნიმუში,
     გამეორების შემდეგ გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები,რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტის გეგმის შედგენისას.
      როგორც უკვე აღვნიშნე,მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა მნიშვნელოვანია პროექტის დასაწყისშივე,იმისათვის,რომ პროექტი სახალისო,საინტერესო და შედეგისმომცემი იყოს მონაწილე მოსწავლეებისათვის.
      მას შემდეგ,რაც თვალი გადავავლეთ გარდნერის ინტელექტის ფორმებს,დავიწყე ჩემი პროექტის მონაწილეთათვის ინდივიდუალური დავალებების შერჩევა.word-ის ფაილში ჩამოვწერე სწორედ ის საჭიროებები,რომლებიც ჩემი მოსწავლეების ინტელექტს შეესაბამება,რისი შესრულებაც მათთვის შესაძლებელი იქნება.გამოვყავი რამდენიმე ინტელექტის მქონე მოსწავლე:ინტერპერსონალური,მუსიკალური,ლინგვისტური.შემდეგ ეს ინდივიდუალური განსხვავებები,ჩემ მიერ დაწერილი,გადავიტანე პროექტის გეგმაში.
       ტრენინგის ბოლოს, დავალება,რომელიც გვქონდა შესასრულებელი,სასწავლო გეგმა,შევიტანე პროექტის გეგმაში.
       საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგიც,ბევრი ახალი რამ ვისწავლე.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

    მეექვსე დღეს გავეცანით შემდეგ საკითხებს:


  1. გამეორება
  2. მოსწავლის პრეზენტაცია
  3. მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
  4. პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება 
     დავიწყეთ გამეორებით,მოსწავლის პრეზენტაცია გავიმეორეთ power-point-ში.
     გავიარეთ მოდული 4.სასწავლო ნიმუშების შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება,შევქმენით მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომი,რომელიც შემდეგ შევაფასეთ.
     მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ რომელი სტანდარტები და მიზნები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მაღალი   სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს,რომ ავსახოთ ნიმუშში.
    ყოველივე ეს დამეხმარება გაკვეთილის სწორად დაგეგმვაში,რათა ჩემ მიერ შერჩეული აქტივობები შესაბამისობაში იყოს სტანდარტთან და მიზნებთან.
    ვისწავლეთ მოსწავლის ნიმუშის ჩამოტვირთვა:ვნახავთ ნებისმიერ zip-ს,სადაც არის 3,4, ან 5 საქაღალდე.მე-5-ს აწერია image.შევალთ studentssample-ში,სადაც ვნახავთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს.Asesments არის შეფასებების საქაღალდე.
    მოსწავლის პრეზენტაცია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
    1)თავფურცელი
    2)პრობლემა
    3)მიზანი
    4)პროექტის მიმდინარეობა
    5)შედეგი(დასკვნა)
    6)პრობლემის გადაჭრის გზა
    7)ბიბლიოგრაფია
    ჩვენ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია,რომელიც გამომდინარეობდა ჩვენი პროექტიდან.ვისწავლეთ 6 პიქტოგრამის გამოყენება.
    1)ცხრილის ჩასმა
    2)დიაგრამა
    3)კავშირები
    4)სურათები
    5)კლიპარტი
    6)ვიდეო
და მათი გამოყენება საჭიროებისამებრ,
    დღევანდელი დღეც საინტერესო იყო და მომავალ ტრენინგზე უფრო მეტ სიახლეს ველოდები.იმედია,ჩვენი მიზანი მალე შედეგის მომტანი იქნება.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე



                                   

    1.გამეორება
    2.საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
    3.ურთიერთშეფასება
    4.მუშაობა ბლოგში---გაჯეტები-- მოსწავლის ბლოგის შექმნა,სურათის გაჯეტი,სიის გაჯეტი.

     წინა დღის ტრენინგის საკითხების გამეორების შემდეგ ვისწავლე მოსწავლის ბლოგის შექმნა,ინტერნეტიდან მოვაკოპირე ჩემი პროექტის შესაბამისი ტექსტი და გადმოვიტანე მოსწავლის ბლოგში,ასევე გადმოვტვირთე პოტოც.
    მისამართი,საიდანაც გადმოვიტანე ტექსტი,შემდეგნაირად გადმოვიტანე:მოვნიშნე მისამართი და kopi paste- თი გადმოვიტან ახალ ვორდის ფურცელზე.
     ვისწავლე ასევე გაჯეტის შექმნა,გავაკეთე გამოკითხვის გაჯეტი მოსწავლის ბლოგზე,სურათის გაჯეტი.
      საინტერესო იყო ჩემთვის ურთიერთშეფასების გაკეთება,ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგების დათვალიერება და კომენტარის გაკეთება.
      ყოველი ახალი დღე მეხმარება კომპიუტერული უნარ-ჩვევების დახვეწასა და სწავლის პროცესში მის აქტიურად გამოყენებაში.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე




                                                       

 1.გამეორება
2.შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3.დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

      დღეს გავეცანით შეფასების ფორმებსა და მეთოდებს,მეორე მოდულის აქტივობებს.
პროექტის დაწყებამდე  აუცილებელია    მოსწავლეთა საჭიროებების  შეფასება,კითხვარებით,დისკუსიით,ესეს დაწერა და .ა.შ ,ასევე აუცილებელია პროექტის მიმდინარეობა შევაფასოთ შესაბამისი რუბრიკებით ,აქტივობებიდან გამომდინარე,შეიძლება გამოვიყენოთ როგორც განმსაზღვრელი,ასევე განმავითარებელი შეფასება.
       თუ მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას,მისი შეფასების რუბრიკა უნდა გვქონდეს,თუ ქმნიან ბლოგს,--- ბლოგის შეფასების რუბრიკაა საჭირო.
      ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების გადატანა და შენახვა ჩვენ მიერ შექმნილ პროექტის გეგმაში.
       ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.გავეცანით სხვადასხვა ნიმუშებს,ვისწავლეთ სლაიდების შექმნა,პრეზენტაციისათვის შევქმენით 6 სლაიდი,თავდაპირველად შევდივართ power point-ში,გამოგვიტანს ფანჯარას,თითოეულ სლაიდს შესაბამისი სათაური უნდა დავარქვათ:

  1.   თავფურცელი(სახელი,გვარი,სკოლა,ტელეფონი,პროექტის სახელწოდება)
  2. სლაიდის სათაური იქნება პროექტის სახელწოდება
  3. შინაარსობრივისტანდარტები და ინდიკატორები
  4. პროექტის სასწავლო მიზნები
  5. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
  6. შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

    ყოველივე ამის გადატანა ჩვენ ვისწავლეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტის გეგმიდან.
დღეს ასევე ვისწავლეთ თუ როგორ გადავიტანოთ ჩვენი საქაღალდე ელექტრონულ ფოსტაზე:საქაღალდეზე მაუსის მარჯვენა მხარეს ვაწკაპებთ,გამოგვიტანს პირველ ბრძანებას და მესამე ქვებრძანებას ვირჩევთ 7z,შემდეგ გადაგვაქვს ჩვენს ელფოსტაზე.დღეს ვისწავლეთ ასევე ბლოგის ფონის შეცვლა,შევალთ ბლოგის მენიუში,ვირჩევთ template ბრძანებას,გამოგვიტანს სხვადასხვა ფონს და ვირჩევთ სურვილისამებრ.ბლოგის სახელწოდების შესაცვლელად მენიუდან ვირჩევთ settings და ბრძანებას other.
   მე დღესაც კმაყოფილი მივდივარ ტრენინგიდან,ბევრი რამე შევისწავლე,მართალია დიდი ენერგია დავხარჯე,მადრამ,იმედი მაქვს,რომ ეს შრომა საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს.