ტრენინგის მეცხრე დღეც,ჩვეულებისამებრ,დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გავიმეორეთ პროექტის პრეზენტაციის ეტაპები,ვიმუშავეთ ბლოგში.
თეორიულ მასალასთან ერთად გავეცანით პროექტის პრაქტიკულ მხარესაც,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ვისწავლეთ ბლოგში გვერდების გაკეთება,რომელიც ორ ეტაპად ხდება: 1) გვერდის შექმნა,2) გამოჩენა.
ბლოგის ახალი გვერდის შესაქმნელად შევდივართ new page-ში,ვწერთ გვერდის სათაურს,ბლოგის გვერდის გამოსაჩენად შევალთ მენიუში,ვირჩევთ layout-ს,შევდივართ გაჯეტებში,დავაწკაპებებთ Add a Gadget -ს.home-ში ხდება სახელის შეცვლა.
ტექსტში მისამართის სიტყვასთან დასაკავშირებლად საჭიროა შევიდეთ ჩანაწერში,ავირჩევთ რედაქტირებას,მოვნიშნავთ სასურველ სიტყვას ან ფრაზას,ავირჩევთ ბრძანებას LINK ,გამოგვიტანს ფანჯარას,სადაც ჩავსვამთ წინასწარ დაკოპირებულ მისამართს.
ვისწავლეთ HTMLგაჯეტი,რომელშიც შეგვიძლია ჩავსვათ დრო,კალენდარი ან სხვა რაიმე აღსანიშნავი თარიღი.ამისათვის google- ში ჩავწერთ 101widgets.com-ს,ავირჩევთ სასურველ სურათს,დავაწკაპებთ,რის შემდეგაც გამოგვიტანს კოდს,რომელზე დაწკაპების შემდეგაც გამოვა მისამართი,დავაკოპირებთ,შევალთ layout-ში,Add a-Gadget-ში და ვაძლევთ paste-ს.
შეგვიძლია ბლოგში ვიდეოს გადატანაც,ამისათვის საჭიროა yotoobe-დან მოვნიშნოთ ვიდეო,ვიდეოს დაბლა არის ბრძანება share,დავაწკაპებთ,შემდეგ ვირჩევთ embed-ს,გამოგვიტანს კოდს,რომელსაც დავაკოპირებ და past-ით ვინახავ გაჯეტში.
ბლოგში მუშაობის შემდეგ,გადავედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ საკითხზე,ეს იყო პროექტის შეჯამება,თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და გავაკეთეთ მიმოხილვა,დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი,აღვწერეთ ეტაპები,პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში და.ა.შ.ტრენინგის დასკვნითი ნაწილი იმდენად საინტერესო,იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური იყო ჩემთვის,რომ,მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ვიყავი მონაწილე აღნიშნული ტრენინგისა.ჩვენ ერთმანეთის პრეზენტაციების გაცნობისას გვებადებოდა კითხვები,ვიგებდით ბევრ ახალ ინფორმაციას.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ჩვენი ტრენინგის მონაწილე ისტორიკოსი პედაგოგების პროექტებმა,მათი პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის,რომ არასოდეს დამავიწყდება ეს დღე,ასევე ,მინდა აღვნიშნო ჩვენი ენერგიული ტრენერის დაუღალავი შრომა,რომელიც ნამდვილად დასაფასებელია.
ბოლოს,მინდა ჩემი რეფლექსია დავასრულო იმით,რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ,,ინტელის სასწავლო კურსის ''ტრენინგით,ბევრი რამ დამიტოვა ამ ტრენინგმა,რასაც აუცილებლად ავსახავ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში და,გარდა ამისა,შევიძინე მეგობრები,რომლებთანაც აუცილებლად გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას და ბევრ დახმარებასაც მივიღებ მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.